ძლიერმა წვიმებმა ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილებში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც 34 ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ, ადგილობრივი მედია იტყობინება.
ოფიციალური პირების თქმით, პროვინციაში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა 150 000-ს გადააჭარბა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ძლიერი წვიმის შემდეგ მოსახლეობასთან კომუნიკაცია შეუძლებელი გახდა და შესაბამისი სამსახურები ტელეკომუნიკაციის სერვისების აღდგენას ცდილობენ.