მარნეულში ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა მარნეული-სადახლის საავტომობილო გზაზე, შულავერის სოფლის ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი 55 წლის კაცია.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს,
მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.