ლიზ ტრასმა მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერმინისტრმა, ლიზ ტრასმა საკვანძო სამინისტროების – ფინანსთა, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა.

კერძოდ, დიდი ბრიტანეთის ახალი ფინანსთა მინისტრი ​კვასი კვარტენგი გახდა, რომელიც ბორის ჯონსონის მთავრობაში ბიზნესის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. კვარტენგის ტრასის ახლო მეგობრად ასახელებენ, ასევე, ამბობენ, რომ ის ბრიტანეთის ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების მხარდამჭერია.

საგარეო საქმეთა მინისტრად ჯეიმს კლერლი დაინიშნა, რომელიც ჯონსონის მთავრობაში განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს (ჰოუმ-ოფისის) ახალი ხელმძღვანელი სეელა ბრავერმანი გახდა, რომელიც კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელობისთვის ტრასის კონკურენტი იყო. ჯონსონის მთავრობაში ის გენერალური პროკურორი იყო.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერის მოადგილე ტერეზა კოფი გახდა.

ბენ უოლასმა თავდაცვის მინისტრის პორტფელი შეინარჩუნა.

იუსტიციის მინისტრი ბრენდონ ლუისი გახდა, რომელიც ჯონსონის მთავრობაში ჩრდილოეთ ირლანდიის საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

თემთა პალატის ხელმძღვანელი კი პენი მოდრონტი იქნება და ის მთავრობის საკანონდებლო პროგრამის ინტეგრაციაზე იქნება პასუხისმგებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები