აშშ-ში შემოდგომიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყოველწლიური გახდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ განახლებული ვაქცინის დანერგვის შესახებ განცხადება გააკეთა.

შეერთებულ შტატებში COVID-19-ზე რეაგირების ახალი ეტაპი იწყება.

როგორც ბაიდენმა თქვა, ”თითქმის ორი წლის განმავლობაში პირველად, ახალ ვაქცინას ვნერგავთ, ახალი მიდგომით”.

”გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსი აგრძელებს ცვლილებას, ჩვენ უკვე შევძლებთ – ყოველწლიურად განვაახლოთ ჩვენი ვაქცინები. ისევე, როგორც ყოველწლიური გრიპის ვაქცინა, თქვენ უნდა მიიღოთ ის შრომის დღესა და ჰელოუინს შორის. ეს უსაფრთხოა, მისი მიღება მარტივი და უფასოა“, – განმარტა ჯო ბაიდენმა.

მიმდინარე კვირიდან 12 წელს ზემოთ ასაკის ამერიკელებს ათობით ათას აფთიაქში, საზოგადოებრივ სამედიცინო ცენტრებსა და სხვა სპეციალიზებულ ადგილებში ახალი ვაქცინის მიღება შეეძლებათ.

ახალი კამპანიის თანახმად, ვაქცინის მიღება ყოველი წლის შემოდგომას იქნება საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები