ამერიკელი ოფიციალური პირი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან მილიონობით რაკეტას და საარტილერიო ჭურვებს ყიდულობს

An artillery fire competition between the artillery units under the Korean People's Army Corps 7 and Corps 9 takes place at a training ground in North Korea, March 12, 2020 in this picture supplied by North Korea's Korean Central News Agency (KCNA) . KCNA via REUTERS ATTENTION EDITORS - THIS IMAGE WAS PROVIDED BY A THIRD PARTY. REUTERS IS UNABLE TO INDEPENDENTLY VERIFY THIS IMAGE. NO THIRD PARTY SALES. SOUTH KOREA OUT. NO COMMERCIAL OR EDITORIAL SALES IN SOUTH KOREA.

რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან მილიონობით რაკეტისა და საარტილერიო ჭურვის შეძენის პროცესშია, რათა ისინი უკრაინაში ბრძოლის ველზე გამოიყენოს, – ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.

ოფიციალური პირის თქმით, აღნიშნული შესყიდვა მიუთითებს იმაზე, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში იარაღის მიწოდების სერიოზულ დეფიციტს განიცდიან, რაც ნაწილობრივ ექსპორტის კონტროლითა და სანქციებითაა გამოწვეული.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, აშშ მოელის, რომ რუსეთი მომავალში ჩრდილოეთ კორეისგან მეტი სამხედრო აღჭურვილობის შეძენას შეეცდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები