„არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ – სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

8-10 სექტემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში, VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს დიპლომატიურ სივრცეში დაბრუნების 30 წლის იუბილეს ეძღვნება და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება.
საქართველოს ეროვნული არქივის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2016 წლიდან ტარდება. მისი მიზანი სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება და ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები