გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ტყით უკანონო სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ ზემო ტონჩის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყეში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა წიფელის სახეობის 3 ერთეული ხე-მცენარე და მისი უკანონო ტრანსპორტირება განახორციელა.
თიანეთის მუნიციპალიტეტში კი, ახმეტის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით კი, მოქალაქე დაახლოებით 0,5 კუბური მეტრი თელის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა 3 ოქმი ადმინიტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მასალები, შესაბემის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. შედეგად, მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 823 ფაქტი.