ოლივერ ვარჰეი: ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პრაქტიკული განხორციელების პროცესი განვიხილე

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ოლივერ ვარჰეის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პრაქტიკული  განხორციელების პროცესი განიხილეს.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღევანდელ  სხდომამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ევროპულ გზაზე საქართველოს  მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პრაქტიკული  განხორციელების პროცესი განვიხილე“, – აღნიშნავს ევროკომისარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები