რუსეთი უცხოელი ტურისტებისთვის, სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმს შემოიღებს

იმ დროს, როდესაც ევროკომისია რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმების წინადადებით გამოვიდა, და რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 12 სექტემბერს შევა, რუსეთის პრეზიდენტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ავალებს – უცხოელი ტურისტებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი შეიმუშაოს, თანაც – ორმხრივ პრინციპზე დაყრდნობის გარეშე.

შესაბამისი წინადადებით ვლადიმერ პუტინს სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე “როსტურიზმის” ხელმძღვანელმა, ზარინა დოგუზოვამ მიმართა.

„კონკრეტულ ქვეყნებზე არ ვისაუბრებდი… არავის არაფერი არ უნდა მოვახვიოთ, უბრალოდ, უნდა ვისაუბროთ თანამშრომლობაზე ორმხრივ საფუძველზე. უვიზო რეჟიმის დამყარებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციები გვჭირდება. ზოგიერთ ქვეყანასთან უკვე გვაქვს უვიზო მიმოსვლა, რატომ უნდა ვახსენოთ ისინი. უბრალოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაავალოს… მაგრამ პრინციპში, ამ შემთხვევაში, ორმხრივობას  არ გამოვეკიდებოდი. ვიცი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ზოგადი პრინციპი არის ურთიერთგაგების პრინციპი. აქ, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფას, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პრინციპები, როდესაც ამას ჩვენთვის სარგებელი მოაქვს“, – თქვა პუტინმა და დასძინა, რომ “უფრო მოქნილები უნდა ვიყოთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები