ევროკომისია რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების წინადადებით გამოვიდა – 12 სექტემბრიდან, სავარაუდოდ, ახალი სავიზო რეჟიმი ამოქმედდება

ევროკომისიამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების სრულად შეწყვეტის წინადადება დაამტკიცა.

ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საშინაო საქმეთა ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა განაცხადა.

„რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ მარტივი წვდომა ევროკავშირში და, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ტურისტობა არ არის ფუნდამენტური უფლება. ევროკომისიამ დღეს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების სრულად შეჩერების წინადადება მიიღო“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

იოჰანსონის თქმით, ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს მიერ ამ გადაწყვეტილების დამტკიცებას ერთი კვირის ვადაში ელოდება. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოკლე დროში მოხდება, 12 სექტემბრიდან ახალი სავიზო რეჟიმი ამოქმედდება.

ევროკომისარმა დასძინა, რომ აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირის ვიზების აღების უფრო ხანგრძლივი და ძვირი პროცედურები შეექმნებათ, ასევე, გართულდება მრავალჯერადი ვიზის მიღება.

იოჰანსონი იმედოვნებს, რომ შენგენის არაწევრი ქვეყნები, როგორიცაა ბულგარეთი, რუმინეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები, იმავე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

პარალელურად, რუსი „სტუდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, დისიდენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის“ ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები