დავით ბაქრაძე: ჩვენი გმირების დასაფასებლად ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს

   საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, „ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჩვენი გმირები იყვნენ დაფასებულნი“. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„დღევანდელი დღის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო ყველა იმ გმირის წინაშე, ვინც საკუთარი ბრძოლით შეძლო და 6 წლის წინ რუსული აგრესიისგან ქართული სახელმწიფო, ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ევროპული მომავალი დაიცვა. ჩვენ ვალში ვართ თითოეული ამ ადამიანის წინაშე. ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჩვენი გმირები იყვნენ დაფასებულნი და სამომავლოდ აღარასდროს დაგვჭირდეს მათი თავგანწირვა ჩვენი სამშობლოს დასაცავად“,-განაცხადა ბაქრაძემ.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 6 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები