გივი მიქანაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ ბერნში,ლ 5-6 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

გივი მიქანაძემ სხდომაზე ანგარიში შუამდგომლობაზე – “კოვიდ 19-ის გავლენა ევროპის ციხეებში პატიმრებზე” რეზოლუციისა და თანდართული ანგარიშის პროექტის მომზადების თაობაზე წარადგინა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრის მოწვევით, განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა – მარსელო აებიმ (ლოზანას უნივერსიტეტის პროფესორი), ჰანს ვოლფმა (წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი) და ტრიონა ლენიჰანმა (ციხის საერთაშორისო რეფორმის ლონდონის სათავო ოფისის წარმომადგენელი). ექსპერტების მოხსენებები და მოწოდებული ინფორმაცია რეზოლუციისა და თანდართული ანგარიშის საბოლოო სამუშაო ვერსიის შემუშავების დროს იქნება გამოყენებული.
ქვეკომიტეტის წევრებმა დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებით გივი მიქანაძის მიერ გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები