როდის ჩავა პუტინი დონბასში – პესკოვმა დასმულ კითხვას უპასუხა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დონბასს მაშინ ეწვევა, “როდესაც დრო მოვა”.
ამის შესახებ “იზვესტია”-სთან საუბრისას კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რაც შეეხება პრეზიდენტის ჩასვლას, ეჭვი არ მეპარება, რომ როდესაც დრო მოვა, ასეთი მოგზაურობა შედგება“, – განაცხადა მან.
პესკოვის თქმით, კრემლის ლიდერს ამ ტერიტორიების განვითარების ვრცელი გეგმები აქვს.
„თქვენ ხედავთ, რომ მიმდინარეობს მშენებლობა, მიმდინარეობს ექსპლუატაციაში ახალი ობიექტების გაშვება, ენერგიული ძალისხმევაა ჩადებული ყველა სასიცოცხლო სისტემის აღდგენისთვის. ეს არის წყალმომარაგება, ელექტრომომარაგება, სოციალური ობიექტები. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ბევრი, მრავალი ათასი ადამიანი მუშაობს“, – დასძინა პესკოვმა.