ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა
ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა, 16 ადამიანი დაკარგულია, 50 დაშავდა.
ამის შესახებ პროვინციის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვანგ ფენმა განაცხადა.
მედიის ინფორმაციით, ეპიცენტრთან ახლოს მდებარე ზოგიერთი გზა და სახლები მეწყრის შედეგად დაზიანდა.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ლუდინგში იყო, მთებში.
სიჩუანის პროვინცია სეისმურად აქტიურია.
2013 წლის 20 აპრილს ქალაქ იანში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც 196 ადამიანი შეეწირა.
2008 წლის 12 მაისს 7,9 მაგნიტუდას 69 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, რაც უახლეს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა აღმოჩნდა.