უნგრეთში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

უნგრეთის სამხრეთით რკინიგზის გადასასვლელთან მატარებელი მანქანას შეეჯახა, რის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას 24.hu ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ კუნფეჰერტოს მახლობლად დილის 6:45 საათზე მოხდა.

Opel Corsa-ს მარკის ავტომობილის მძღოლი და ყველა მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

მატარებლის მგზავრები არ დაშავებულან, თუმცა, მემანქანე, მსუბუქი ტრავმებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უნგრეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიაში განაცხადეს, რომ რკინიგზის გადასასვლელზე ბარიერი ან ელექტრული სიგნალი არ იყო დამონტაჟებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები