თბილისის მერიასთან სოფელ დიღმის მოსახლეობამ აქცია გამართა

  თბილისის მერიასთან სოფელ დიღმის მოსახლეობამ აქცია გამართა. შეკრებილების მოთხოვნაა – დაუბრუნდეს სოფელ დიღმის მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ მიტაცებული მიწები.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 2010 წელს მათ, მემკვიდრეობით მიღებული ქონების გადაფორმების მიზნით, მერიას მიმართეს, მერიამ კი მათი კუთვნილი ტერიტორია საკუთარ ბალანსზე გაიფორმა.
აქციაზე საბურთალოს რაიონის ახალი გამგებელი მივიდა, რომელმაც მოსახლეობასთან შეხვედრა ორშაბათს დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები