თბილისი მეშვიდედ უმასპინძლებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს

9 -14 სექტემბერს, თბილისი მეშვიდედ უმასპინძლებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც ჩვენს ქალაქს 11 ქვეყნიდან 14 ავტორი ეწვევა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მთავარი თემაა „შინ“. შინ – როგორც ადამიანის იდენტობის განმსაზღვრელი ადგილი.
პროგრამის სადისკუსიო თემები ამ სიმბოლოს და მის შინაარსს დაეთმობა.
ფესტივალის ტრადიციული ორგანიზატორი და მასპინძელია მწერალთა სახლი.
მონაწილეებისა და დამატებითი ინფორმაციის შესახებ იხ. ბმული:
უცხოელი მონაწილეები:   https://bit.ly/3D2ctgL

ვრცლად ფესტივალის შესახებ: https://bit.ly/3wT6erU

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები