მიხეილ სააკაშვილი: ხვალ რომ დაგვჭირდეს, ვინ მოვა საქართველოს დასაცავად

  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის გამოძიებას და და 2008 წლის მოვლენებს გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის წევრების გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის საზიანოა.
„პუტინი ამბობს, რომ საერთაშორისო სასამართლომ უნდა გაასამართლოს არა სააკაშვილი, არამედ საქართველო. ეს არის საქართველოს პირდაპირი ღალატი. ამას სხვა სიტყვა არაფერი არ ჰქვია. მე დღეს ვიხსნებდი, როგორ ჩამოვიდა ლეხ კაჩინსკი 2008 წელს საქართველოში. ამ ადამიანებმა, პოლონელებმა, მაშინ სიკორსკიც იყო კაჩინსკისთან ერთად, გამოიჩინეს საოცარი პირადი გმირობა, საოცარი თავდადება საქართველოს საქმისადმი. მსოფლიო გვიცავდა იმიტომ, რომ საქართველო მზად ყოფილიყო, თავისი თავი დაეცვა. საქართველო მზად იყო მსოფლიოს წინაშე წარმდგარიყო, როგორც თავისუფლების მოყვარე, ამაყი ერი და თუ დღეს თვითონ საქართველო ამბობს, რომ ის არის დამნაშავე ომში, თუ თვითონ საქართველო ამბობს, რომ საერთაშორისო სასამართლომ უნდა გაასამართლოს საქართველო ლიდერები, მაშინ ღმერთმა არ დაგვაჭირვოს და ხვალ რომ დაგვჭირდეს, ვინ მოვა საქართველოს დასაცავად, ვინ გარისკავს საკუთარ სიცოცხლეს, ვინ ჩამოფრინდება, ვინ გამოვა განცხადებებით, ვინ მოგვაწვდის შესაძლო დახმარებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ექსპრეზიდენტი ვარშავაშია. ის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადისლავ სიკორსკის შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები