სოფელ ბოდბეში ქმარმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქმარმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, ქალს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი თავდაპირველად წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსეს, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო,  თბილისში მისი გადაყვანა გახდა საჭირო. მომხდართან დაკავშირებით, ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები