ათენის წიგნის ფესტივალზე ბექა ადამაშვილის რომანის წარდგენა გაიმართა

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიებას, რომელიც ზაპიოს პარკში ჩატარდა, ესწრებოდნენ ბერძენი სტუმრები და ათენის ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ათენის წიგნის ფესტივალი, სადაც წარმოდგენილია ქართული სტენდი (საქართველოს მწერალთა სახლი), ღიაა ყოველდღე, 18.00 საათიდან 22.00 საათამდე.
4 სექტემბერს, 19.00 საათზე, გაიმართება დისკუსია ევროკავშირის 2022 წლის ლიტერატურული პრემიის მფლობელთან, ივა ფეზუაშვილთან.