მიხეილ სარჯველაძე: რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან ძალიან კარგი, საინტერესო და სანიმუშო თანამშრომლობა შედგა

ძალიან კარგი, საინტერესო და სანიმუშო თანამშრომლობა შედგა რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან. ვპოულობთ საკითხებს, რომელზეც განსხვავებულის გარდა საერთო შეხედულებებიც გვქონდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„დიდი იმედით ვუყურებ პოტენციალს, რასაც ჰქვია ხალხის არჩევანი. ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ რადიკალიზაციით ან პოლარიზაციის ხარისხის გაზრდით ხელი შეუშალონ ამ ქვეყნის პროგრესს, რასაკვირველია ამის ლუსტრაცია ყოველდღიურად ხდება და შესაბამისად ამომრჩეველიც არცერთ შემთხვევაში არ იქნება მაღალი მხარდაჭერის გამოხატველი ამ პოლიტიკური ძალების მიმართ.

 

მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი, საინტერესო და სანიმუშო თანამშრომლობა შედგა რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენ ვპოულობთ საკითხებს, რომელზეც განსხვავებულის გარდა საერთო შეხედულებებიც გვქონდეს . დააკვირდით იმ ოპოზიციის ქცევას, რომელიც დესტრუქციას, გამიჯვნასა და ხიდჩატეხილობას ხელს უწყობს. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არცერთ საკითხთან დაკავშირებით საერთო შეხედულება არ გამოვლინდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები