მიხეილ სარჯველაძე – სენაკის შუალედურ არჩევნებზე: პარადოქსია, როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიცია არჩევნებს ემიჯნება

????????????????????????????????????

პარადოქსია, როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიცია არჩევნებს ემიჯნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ სენაკის შუალედურ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

 

„როგორ შეიძლება ოპოზიციას ამბიცია ჰქონდეს ხელისუფლებაში მოსვლაზე, როდესაც ის არჩევნებში არ მონაწილეობს. აი ასეთი პარადოქსული დამოკიდებულებები აქვთ. მგონია, რომ ისინი კარგად ხვდებიან, რომ მათი დესტრუქცია შეუმჩნეველი არ აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის და მათ შორის ამის გამოც აქვთ უზარმაზარი რეპუტაციული დაღმასვლა. ყველა კარგად ხვდება, რა არჩევანი სჯობია დღეს საქართველოსთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები