გიორგი ტყემალაძე: ჩვენ ყველას, მათ შორის, მედიასაც მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს

„მჯერა, რომ კახი კალაძე მოიგებს ამ დავას და ის თანხა, რომელსაც სასამართლო დააკისრებს მოპასუხე მხარეს, საქველმოქმედო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული”, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყების ფაქტს.

“სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს ცილისწამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და ყველას შეუძლია, დააბრალოს ამა თუ იმ ადამიანს, ყოველგვარი ფაქტის, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ის, რაც მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტულად ის ფაქტი, რომ სამართლებრივი გზით იქნება აღნიშნული დავა გადაწყვეტილი, არის ყველაზე სწორი. ჩვენ ყველას, მათ შორის, მედიასაც მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედია იყოს, ერთი მხრივ, კრიტიკული, თუმცა, ეს კრიტიკა უნდა იყოს ობიექტურ ფაქტებზე დაფუძნებული და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ყოველგვარი ფაქტების გარეშე ცილი დასწამო ადამიანებს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები