ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძარია.
ცეცხლი ალპური ზონაში, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს უკიდია.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.
ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, რთული რელიეფის გამო, მისი ლიკვიდირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.