მიხეილ სააკაშვილი: გარდა 9 აპრილისა, გორბაჩოვის სინდისზეა ის, რომ პუტინმა, როცა მას გაუჭირდა, პროპაგანდისტულ ფრონტზე გამოაგორა 2008 წლის აგრესიის გასამართლებლად
“გარდა 9 აპრილისა, გორბაჩოვის სინდისზეა ის, რომ პუტინმა, როცა მას გაუჭირდა, პროპაგანდისტულ ფრონტზე გამოაგორა 2008 წლის აგრესიის გასამართლებლად”, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ,,ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.
“მე გორბაჩოვთან დებატები მქონდა CNN-ზე, რომლის დროსაც ის მე მადანაშაულებდა ოსების გენოციდში. მე მას სულ უსინდისო და უსირცხვილო ვეძახე. დღესაც ამ აზრზე ვარ”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.