საქართველოს პრეზიდენტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციიის ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.