ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სარჩელი უკავშირდებოდა მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას, ამიტომ, შეიძლება, ლოგიკურიც იყოს მისი გამოწვევა, მოსარჩელე არის მთავრობა და იმსჯელებს

“საკონსტიტუციო სარჩელი უკავშირდებოდა მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას, ამიტომ, შეიძლება, ლოგიკურიც იყოს მისი გამოწვევა, მოსარჩელე არის მთავრობა და იმსჯელებს”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას: „ვინაიდან სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა ელჩის დანიშვნას, რომლის წინააღმდეგაც ის თავდაპირველად იყო, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი გამოიტანოს“.

მისივე თქმით, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ასრულებს ფორმალურ როლს ელჩის დანიშვნისა თუ გათავისუფლების შემთხვევაში და ახლა ეს პრინციპი იქნა დაცული.

“კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს. კონსტიტუციის თანახმად, ის ასრულებს მხოლოდ ფორმალურ როლს ელჩის დანიშვნის და გათავისუფლების დროს. რეალურად, ეს პრინციპია დაცული ამ შემთხვევაშიც, როდესაც დავით ბაქრაძე დაინიშნა გაეროში.

ჩვენთვის მთავარი ამოცანა იყო კონსტიტუციის დაცვა და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველას ემოქმედა კონსტიტუციის ფარგლებში. რაც შეეხება სარჩელს, ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი უკავშირდებოდა მხოლოდ ბაქრაძის არ დანიშვნას, შეიძლება, ლოგიკურიც იყოს სარჩელის გამოწვევა, თუმცა, ამაზე მთავრობა იმსჯელებს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები