ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის თვითმიზანია ის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს

“აქციებს აანონსებენ უკვე რამდენი წელია, 2012 წლიდან მოყოლებული, თუმცა, ყველა აქცია წარუმატებლად დასრულდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები არ შესრულდეს.

„ყველაფრიდან ჩანს მარტივი რამ, რომ ამ პუნქტების არ შესრულება მათთვის არის თვითმიზანი. ის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს საქართველოს,  არის მათი თვითმიზანი. მათ ეშინიათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მარტივი მიზეზის გამო, ისინი ფიქრობენ, რომ ასეთ პირობებში ხელისუფლება დაიწერს ქულებს. ისინი თავის დღის წესრიგში დარჩებიან, ჩვენთვის მთავარია, რომ პირნათლად შესრულდეს 12-ვე პუნქტი, იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წავიწიოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები