5  სექტემბრიდან ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაგეგმილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე ქ.ქუთაისის ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ასათიანის და ნიკეას ქუჩების კვეთიდან ს.მესხის ქუჩამდე (კმ13+530-კმ14+900 მონაკვეთი).

სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან, პირველ ეტაპზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ასათიანის და ნიკეას ქუჩების კვეთიდან ე.ნინოშვილის და კ.გამსახურდიას ქუჩების კვეთამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები