თბილისში, მუხათგვერდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
თბილისში, მუხათგვერდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ხეებსა და ბალახს უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძროს ეკიპაჟები, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.