„მახსოვს, ანწუხელიძის საქართველოს როგორ ჩააფურთხეს ქართველმა პოლიტიკოსებმა პუტინთან ფლირტაობით!“

   ნანუკა ჟორჟოლიანი აგვისტოს ომს  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იხსენებს.
„მახსოვს! კარგად, ახლოდან. ძალიან ახლოდან. ისე, დენთის სუნი მერე დიდხანს რომ გაწუხებს! ჯარისკაცები მახსოვს! მაგრები, უკან რომ არ იხევდნენ და საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ქვეყანას! ანწუხელიძე მახსოვს და არასოდეს დამავიწყდება, იმიტომ რომ ის არის სიმბოლო ჩემი საქართველოსი! ისიც მახსოვს, ანწუხელიძის საქართველოს როგორ ჩააფურთხეს ქართველმა პოლიტიკოსებმა პუტინთან ფლირტაობით! მათ ისტორია კიდევ უფრო კარგად დაიმახსოვრებს! ხალხიც მახსოვს წითელი ხიდიდან ქვეყანას რომ ტოვებდა და ბევრი, ვინც წინა ხაზზე იდგა! ჩემი კოლეგები მახსოვს! ვაჟკაცები საკუთარ იარაღს, კამერებს და მიკროფონებს ხელიდან რომ არ უშვებდნენ და ისტორია ფირზე შემოინახეს! დაბომბილი საქართველო მახსოვს! მახსოვს რუსის ჩექმა! მახსოვს, ჩემი ქვეყანა ალში რომ ეხვეოდა! 8 აგვისტო კარგად მახსოვს და ქედს ვიხრი ყველა ჯარისკაცის წინაშე, რომელმაც ქვეყანას თავის შესწირა! თავს ვხრი ყველა იმ ოჯახის წინაშე, რომელიც რუსულმა აგრესიამ შეიწირა! და ვემიჯნები ყველა იმ ვითომ პოლიტიკოსს, ვინც ამ ომში მტრის მხარეზე დგას!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები