საგანმანათლებლო პროექტი – „კინოკლუბი” ბენეფიციარებისთვის მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის, სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში, ძველი ქართული ანიმაციების ჩვენებას განაგრძობს.
საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში არასრულწლოვნებმა ორი კინოსურათი ნახეს. სეანსის დასრულების შემდეგ კი, მულტიპლიკაციური ფილმები თეატრმცოდნე და ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად განიხილეს.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროექტი „კინოკლუბი“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბენეფიციარებისთვის, კინომცოდნეებისა და ფსიქოლოგების მიერ შერჩეული ქართული, უცხოური მხატვრული და ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები.
სეანსის დასრულების შემდეგ მოზარდებს მოწვეულ სტუმართან ერთად, კინოსურათის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ.
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტი ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები