შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მიღწევები მას ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს

საქართველოს მიღწევები, ისევე – როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია, მას ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით.

შესაბამისი განცხადება პაპუაშვილმა “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკეთა მოწოდება ევროკავშირის გაფართოებისკენ, რომელიც, მათ შორის, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მოიცავს. ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე – როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს“, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები