ზელენსკი: თუ რუს სამხედროებს გადარჩენა სურთ, უნდა გაიქცნენ

ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ საზღვრამდე გავყრით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„რა არის ჩვენი გეგმები? კონკრეტულ გეგმებს ვერ გაიგებთ პასუხისმგებელი პირებისგან. იმიტომ, რომ ეს არის ომი და ასეა ომში. თუმცა, ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ მათ საზღვრამდე გავყრით. ჩვენს საზღვრამდე, რომლის ხაზიც არ შეცვლილა.

თუ მათ გადარჩენა სურთ, დროა გაიქცნენ. წადით სახლში. თუ გეშინიათ რუსეთში დაბრუნების, ჩაბარდით და ჟენევის კონვენციების ყველა ნორმის შესრულების გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, ომი ყირიმისა და დონბასის ოკუპაციით დაიწყო და მათი განთავისუფლებით უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები