ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ფსიქიატრიული დისპანსერის ყოფილი შენობა იწვის.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის ჯგუფები იმყოფებიან.
შენობა რამდენიმე წელია მიტოვებულია და იქ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტებს აღარ მკურნალობენ.