ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
როგორც ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ განაცხადა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
„ამ დროისათვის, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების ლიკვიდაცია. ადამიანები გამოყვანილნი არიან ბინებიდან. საბედნიეროდ, მსხვერპლი არაა. არც სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა ვინმეს. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე იმყოფება ოთხი სახანძრო მანქანა“, – განაცხადა დავით შარაშიძემ.