დმანისში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი აშენდება

ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი – ახა გრინსი – „მწვანე სასტუმრო დედამიწაზე”- აშენდება.

,,პროექტის ფარგლებში, სასტუმრო კომპლექსამდე მოხდება გაზსადენის გაყვანა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის გაზიფიცირებას. გარდა ამისა, მოცემულ ტერიტორიაზე ჩატარდება საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაგეგმილია ფერმის, ხეხილის ბაღის და საკალმახე მეურნეობის მოწყობა-განვითარება.

მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რეგიონში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას, რაც მთავარია, გაზრდის სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები