გიორგი ვოლსკი კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, ბიონგ სუ სოს და კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს შეეხო.

„ვიმსჯელეთ ორმხრივ ურთიერთობაზე, მათ შორის, ეკონომიკურ სფეროში. ვისაუბრეთ ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის თემაზეც, როგორც გაერო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში, ასევე, სხვადასხვა პლატფორმაზე”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები