“პუტინი და სააკაშვილი ჩემთვის ერთი და იგივეა… ორივე საქართველოს მტერია!“

   „პუტინი და სააკაშვილი ჩემთვის ერთი და იგივეა… ორივე საქართველოს მტერია!“ – ასე ეხმაურება კოალიცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის 6 წლისთავს. როგორც პარლამენტის წევრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აღნიშნავს, მას 8 აგვისტოზე ფიქრის დროს, პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებს. მისივე თქმით, მისთვის მთავარი ის გმირები არიან, რომლებიც აგვისტოს ომში დაიღუპნენ და სიცოცხლე საქართველოს ერთიანობის ბრძოლას შეწირეს.
„როცა 8 აგვისტოზე ვფიქრობ, ომის პოლიტიკური მხარე ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს… ერთს ვიტყვი, პუტინი და სააკაშვილი ჩემთვის ერთი და იგივეა… ორივე საქართველოს მტერია! სააკაშვილმა გამიზნულად თუ უტვინობით ომი ვერ ან არ ააცილა ჩვენს ქვეყანას! ფაქტი ისაა რომ, ჩვენ გმირები დავკარგეთ… გმირები, რომლებმაც თავი საქართველოს ერთიანობას შეწირეს! დიდება მათ სულებს! აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!! დიდება საქართველოს!“- წერს ლექსო თამაზაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები