ცოტნე გამსახურდია: სამარცხვინო ხარ, შენ, საქართველოვ!
უკანასკნელი სიტყვებით მინდა გაგინო, “გმირულო” საქართველოვ! – ასე ეხმაურება საქართველოს პირველი პრეზიდეტის შვილი ცოტნე გამსახურდია იმ ფაქტს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის დახმარებისთვის სოციალურ ქსელში საბანკო ანგარიშები ვრცელდება. ცოტნე გამსახურდიას მიაჩნია, რომ სახელმწიფო მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს.
„სამარცხვინო ხარ, შენ, საქართველოვ! აქ ხომ გმირები არაფერში სჭირდებათ… აქ მთავარია იყო ისეთი, ცხრატრაკას რომ ეძახიან, და დროულად იცოდე ალღოს აღება: სწორედ ისე, მსუნაგი ფინია რომ ძვლისგან მონაბერ ქარს სველ ტუჩცხვირს დაახვედრებს ხოლმე! დროულად შეგეძლოს ჰანგების გადამღერება და არათუ დიდხანს ფუფუნებაში სიცოცხლე გაქვს გარანტირებული (რაღა თქმა უნდა, სხვის ხარჯზე), არამედ ბრძენის და პატივცემულის ტიტულსაც გამოჰკრავ ხელს. თუ საჭიროა, შაჰის ცოლობასაც. გიორგი ანწუხელიძე აქ არაა აქტუალური. ასეთები სადღეგრძელოს მასალადაა საჭირო, ჰა ფბ-სტატუსის კიდევ… უკანასკნელი სიტყვებით მინდა გაგინო, “გმირულო” საქართველოვ!“ – წერს ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის დასახმარებლად სოციალურ ქსელში საბანკო ანგარიშები გავრცელდა, სადაც საზოგადოებისგან დახმარებას ელიან.