იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურიასა და ინფრასტრუქტურის დარგის სპეციალისტებთან ერთად სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. მან მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად პროექტით გათვალისწინებული დეტალები განიხილა.

,,მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება იანეთში, რომელიც გეგმა–გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.

ამჟამად, საძირკვლის ფენის ბეტონირება ხდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვენული კომპანია ,,ინჟმშენი 96″ ახორციელებს.” ახალი საბავშვო ბაღი, ყველა თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს, კეთილმოეწყობა ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები და სათამაშო მოედანი”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები