ქიწნისში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება

ქიწნისის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

“სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 322 380 ლარია. ერთსართულიან შენობას, სადაც 29 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის მიხედვით, იცვლება სახურავიც და კომუნიკაციებიც, მონტაჟდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა ობიექტის ეზოც და ატრაქციონებიც.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები 3 თვეს გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში აღსაზრდელები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან.

ქიწნისის საბავშვო ბაღის შენობა ექსპლუატაციაში დაახლოებით 3 ათეული წლის წინ შევიდა და მას შემდეგ მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები