ტყვიავთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არის მსხვერპლი

გორი-ერგნეთის საავტომობილო გზის ტყვიავის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი პირი კი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ჯგუფს სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ერთი პირი გარდაცვლილი დახვდა. მომხდარის შედეგად დაშავებული პირი  კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები