ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება

“როგორც დაგპირდით, გამოცხადდა ტენდერი და მალე დავიწყებთ ქ. ოზურგეთში მალაზონიას ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის, ბაქრაძის და მოსკოვის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას. მოეწყობა სანიაღვრე არხები და გზის ახალი საფარი”, – ამის შესახებ განცხადება ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, გამოცხადდა ტენდერი გაღმა დვაბზუ-ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე.

“აქაც საგზაო ინფრასტრუქტურის სრული განახლება მოხდება. მალე დასრულდება პირველი საჯარო სკოლის მისასვლელი გზის კეთილმოწყობა, რაც უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის ბავშვების გადაადგილებას.

უკვე სრულდება ანასეულის დასახლებაში ცენტრალური გზის  რეაბილიტაცია, ამავდროულად, მალე დასრულდება იმედაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების საპროექტო სამუშაოები. პროექტირება დასრულდება, აგრეთვე, სოფ. შრომა ზედუბანი – ვაკეს დამაკავშირებელი 3.4 კმ გზის რეაბილიტაციისთვის და დავიწყებთ კონჭკათი-ორმეთის გზის პროექტირებას”, – განაცხადა ოზურგეთის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები