გოგი მეშველიანი, ნინო წილოსანი და ხატია წილოსანი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიწვევით საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გოგი მეშველიანს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანს და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ხატია წილოსანს საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობისა და სურსათის დანაკარგების სააგენტოსთან სამუშაო შეხვედრა ჰქონდათ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად გოგი მეშველიანი ავრცელებს.

პარლამენტარები სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიწვევით, სურსათის ნარჩენების შემცირების, სურსათის აღდგენისა და განაწილების საკითხებზე გამოცდილებისა და შესაბამისი პოლიტიკისა და კანონმდებლობის ადგილზე გაცნობის, სხვადასხვა უწყებათა როლების გააზრებისა და აღნიშნული გამოცდილების საქართველოში ადაპტირების მიზნით საფრანგეთის რესპუბლიკაში მივლინებაში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები