მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციაზე: როდესაც ისინი ხვდებიან, რომ არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვთ, ასეთ დროს ხელისუფლების ხელში აღების მიზნებზე იწყებენ ფიქრს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, როცა ოპოზიცია ხვდება, რომ არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვს, ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნებზე იწყებს ფიქრს.

„როდესაც ისინი ხვდებიან, რომ დემოკრატიული გზით არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა და რესურსი არ აქვთ, ასეთ დროს იწყებენ ფიქრს არა ქვეყნის ინტერესზე, არამედ – ვიწროპარტიულ ინტერესზე, ამ შემთხვევაში – ხელისუფლების ხელში აღების მიზნებზე.

ასეთ დროს, როცა ხელისუფლების ხელში აღების ვიწროპარტიული ინტერესი უფრო მაღლა აქვთ დაყენებული, ვიდრე ქვეყნის ინტერესი, იმიტომ, რომ ქვეყნის ინტერესში ნამდვილად არ შედის იმ ქმედებების ტირაჟირება, რაზეც საუბრობენ ცალკეული პოლიტიკოსები, რასაკვირველია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს კიდევ უფრო შეამცირებს ამ ხალხის პოლიტიკურ მხარდაჭერას“, – აცხადებს სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები