დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, სადაც ობიექტურობას ექნება შეუცვლელი ფასი 

“ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, სადაც ობიექტურობას ექნება შეუცვლელი ფასი და არ იქნება მცდელობა, რომ ქვეყანა იმართებოდეს გარედან სიცრუითა და შანტაჟით”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი მიზანია, რომ ქვეყანამ ის რისკები აიცილოს, რაც შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს.

„სამწუხაროა, რომ კელი დეგნანის საელჩო ISFED-ს მოიხსენიებს, როგორც ყველაზე სანდო არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციად. ISFED-ი, რომელიც არაერთგზის შეეცადა, რომ სიცრუის გზით გამოეცხადებინა გაყალბებულად არჩევნები და მოქმედებაში მოეყვანა რევოლუციური სცენარი. რა თქმა უნდა ეს სახიფათო, საგანგაშო და მიუღებელი საზოგადოებისთვის. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, სადაც ობიექტურობას ექნება შეუცვლელი ფასი და არ იქნება მცდელობა, რომ ქვეყანა იმართებოდეს გარედან სიცრუითა და შანტაჟით.

როცა შვეიცარიის ბანკში გარკვეული საკადრო ცვლილებები დაიგეგმა, მე გამახსენდა ჩვენ მიერ არაერთხელ წამოჭრილი საკითხი, რომელიც თითქოსდა უსაფუძვლო და გაყალბებული იყო და შემდეგ სრულდებოდა ცვლილებებით. თითქოს უსაფუძვლო იყო ეს ყველაფერი და იქ ყველა მისი ვალდებულება საბანკო სექტორის და უშუალოდ ამ ბანკის მხრიდან იყო დაცული და ამ დროს იცვლება მისი მენეჯმენტი და მმართველი გუნდი. ფაქტია, რეალურად ხდება ყველგან ყველაფერი და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქვეყანას ავაცილოთ ის რისკები, რაც შეიძლება რეალურად დამღუპველი აღმოჩნდეს“, – აცხადებს ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები