მიხეილ სარჯველაძე: “ისფედმა“ უნდა თქვას, რომ ემიჯნება იმ დესტრუქციულ პოლიტიკურ გეგმას, რომელიც, მათ შორის, 24 ივნისს იქნა გაცხადებული და რომლის ავანგარდშიც ვხედავდით ამ ორგანიზაციას

ისფედმა“ უნდა თქვას, რომ ემიჯნება იმ დესტრუქციულ პოლიტიკურ გეგმას, რომელიც, მათ შორის, 24 ივნისს იქნა გაცხადებული და რომლის ავანგარდშიც ვხედავდით ამ ორგანიზაციას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში, ქვეყნისთვის პრიორიტეტი ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტზე მუშაობაა.

„მომეჩვენა, რომ ამ ნაბიჯისთვის მზადყოფნა შესაძლოა, ამ ორგანიზაციის მხრიდან არსებობდეს მაშინ, როდესაც საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ ისინი აქტიურად არ იყვნენ ამის მონაწილეები და ა.შ. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება, რამდენად შეძლებენ, რომ გადალახონ უხერხულობები, რომლებიც მათსავე დაშვებულ შეცდომებს უკავშირდება და, შესაბამისად, მკაფიოდ განაცხადონ, რომ ემიჯნებიან სამოქალაქო სექტორის ჩართულობას პოლიტიკური აქტორების სახით. ეს თუ იქნება, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. რაც შეეხება სამომავლოდ ურთიერთობებს, ყველა შემთხვევაში ქვეყნისთვის პრიორიტეტი გახლავთ 12 პუნქტზე მუშაობა, შესაბამისად, არცერთ შემთხვევაში ეს პროცესი შეფერხებული არ იქნება და ვიპოვით ყველა შესაძლებლობას, რომ სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობა იყოს სახეზე ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები