შსს-მ თბილისსა და რეგიონებში 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისსა და რეგიონებში 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაინტერესებულ პირებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიღება და აპლიკაციის შევსება შეუძლიათ მიმდინარე წლის 28 აგვისტოს ჩათვლით, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://hr.police.ge

კონკურსი გამოცხადდა პატრულ-ინსპექტორის 47 ვაკანტურ თანამდებობაზე, პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე კონტროლიორი) 38 ვაკანტურ თანამდებობაზე და მესაზღვრე-კონტროლიორის ფუნქცია–მოვალეობის შემსრულებლის (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) 60 პოზიციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები