ილია დარჩიაშვილმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ერთობლივი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ერთობლივი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა, – ამის შესახებ მინისტრი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„მადლიერებას გამოვხატავ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების – საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ალბანეთის, ასევე იაპონიისა და მალტის (საბჭოს მომავალი წევრების რანგში) მიმართ, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის განხილვის შემდეგ გავრცელებული ერთობლივი განცხადებისთვის, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-14 წლისთავს ეძღვნება.
ასეთი განცხადებების მეშვეობით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს და რუსეთის ფედერაციას ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს“, – აღნიშნავს ილია დარჩიაშვილი. გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები